თავში

საჭირო გახდა, უფრო მტკიცე ზომები მივიღო - მიტროპოლიტი სტეფანეს

საჭირო გახდა, უფრო მტკიცე ზომები მივიღო - მიტროპოლიტი სტეფანეს
საჭირო გახდა, უფრო მტკიცე ზომები მივიღო - მიტროპოლიტი სტეფანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჭყონდიდელმა მღვდელმთავარმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

სტეფანე კალაიჯიშვილის თქმით, ის აპირებს ეკლესიიდან განკვეთოს ის 3 სასულიერო პირი, რომლებიც სალხინოს ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაში მთავარ როლს ასრულებდნენ.

"დიაკონი ანანია ამბიონზე ავარდა და ამან გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, საბოლოო ჯამში, ჩოჩქოლში გადაიზარდა და ჩაიშალა ლოცვა. მერე თვითმარქვია წინამძღვარმა განაცხადა, რომ აღდგომამდე დაკეტილია მონასტერიო, მას არანაირი გადაწყვეტილების უფლება არ გააჩნია. მისი გადაწყვეტილებები არაფერს არ ნიშნავს.

რადგან საჭირო გახდა, რომ უფრო მტკიცე ზომები მივიღო, სხვა გზა არ დამრჩენია, დღეს ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ: თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი და დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული.

ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს ასევე განვკვეთავ თუ არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ ისიც არ შეწყვეტს, მივიღებ ზომებს.

ვაცხადებ, რომ მღვდელი გოჩა ლიპარტელიანი დანიშნულია სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. მასვე ევალება მღვდელმოქმედება წაჩხუროს მონასტერსა და სოფელ სალხინოს მახლობლად მდებარე სხვა ტაძრებში. ასევე, ბერდიაკონი გიორგი კოპალიანი დანიშნულია სალხინოსა და წაჩხურუს მამათა მონასტრების კეთილმოწესედ და ასევე სალხინოსა და წაჩხურუს მამათა მონასტრების წინამძღვრობას ამ საგანგებო ვითარებაში ჩემს თავზე ვიღებ. ვაცხადებ, რომ ყველანაირი ძალმოსილება იმ ფარგლებში რაშიც ვმოქმედებ გამაჩნია და ტყუილად ნუ ლაპარაკობენ რომ მე რაღაცა უფლებები მეზღუდება," - აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system