თავში

საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება - ეკატერინე ტიკარაძე

საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება - ეკატერინე ტიკარაძე
საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება - ეკატერინე ტიკარაძე

ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ინდიკატორები ორი დღეა მიუთითებს, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ჰოსპიტალურ სექტორში ამის მზაობა უკვე არის.

„დამატებითი საწოლფონდის მობილიზება არ ჩაითვალა საჭიროდ. ჩვენ დღესაც ვთვლით, რომ მივდივართ თანმიმდევრული ნაბიჯებით. სწორედ მაშინ, როდესაც ეს საჭირო ხდება, გვაქვს ინდიკატორები ჰოსპიტალურ სექტორში და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ორი დღეა, რაც ეს ინდიკატორები მიგვითითებენ იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. სექტორი არის უკვე გაფრთხილებული და მზაობა სექტორის მხრიდანაც არის. დადგენილებაში შევა დამატებითი ცვლილება, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ გაფართოებულ საწოლფონდს, რაც ამ კონკრეტული ეპიდვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system