
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
როგორც report.ge -ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული.