თავში

საჩხერეში კოვიდისგან განკურნებული კაცი მეორედ დაინფიცირდა

საჩხერეში კოვიდისგან განკურნებული კაცი მეორედ დაინფიცირდა
საჩხერეში კოვიდისგან განკურნებული კაცი მეორედ დაინფიცირდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში პაციენტი მიიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. როგორც კლინიკის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს,  კაცმა COVID-19 რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პაციენტს ცოტა ხნის შემდეგ სიმპტომები გაუმეორდა. ლაბორატორიული კვლევის შემდეგ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ახალგაზრდა კაცი საჩხერის კლინიკაში თავდაპირველად საირმის საკარანტინო სივრციდან იყო გადაყვანილი. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system