თავში

საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები იმართება

მუხრან მაჭავარიანი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები იმართება
საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები იმართება

საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები იმართება. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სხვდასხვა კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს.

სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაიხსნა, ჩატარდა ლიტერატურული კონკურსების – „პოეტური მინიატურები“ და „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.დღესვე საჩხერის კულტურის ცენტრში მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო – „სიტყვის მოქმედი ერისა“ გაიმართება.

„მუხრანი 90″-ის ფარგლებში გამართულ საიუბილეო ღონისძიებებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, პოეტები, მწერლები, მსახიობები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები ესწრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system