თავში

საჩხერეში სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს

​საჩხერეში სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს
საჩხერეში სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კურსი NATO-ს "პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის" (PFP) ფარგლებში ტარდება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 27 წარმომადგენელი მონაწილეობს.

"ქართველი, ამერიკელი, უკრაინელი, ლატვიელი, ესტონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში წვრთნებს საჩხერისა და ჭიათურის საწვრთნელ უბნებზე გადიან. მსმენელები სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს ავითარებენ და სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს ეუფლებიან.

წვრთნების ფარგლებში სამხედროები მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, გადაადგილების, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის ევაკუაციის, კლდეზე დაშვების, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, კლდეზე ცოცვის, მდინარისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის სავარჯიშოებს ასრულებენ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2 დღის განმავლობაში სიმაღლეზე ღამის გათენებით, 24-კილომეტრიანი ადმინისტრაციული მარშის განხორციელებასა და + 800 მ-ზე სიმაღლის აწევასაც გულისხმობს.

კურსი 13 ივნიის დაიწყო და 2 ივლისს დასრულდება. დასასრულს მონაწილეებს კომპლექსური და ფიზიკური ტესტები ჩაუტარდებათ. საბაზისო სწავლების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ მოგვიანებით შუალედური კურსის გავლის შესაძლებლობა ექნებათ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system