თავში

"სად არის ამ დროს მერსედესი ?"- ვახო სანაია შაქარაშვილის საქმეზე

"სად არის ამ დროს მერსედესი ?"- ვახო სანაია შაქარაშვილის საქმეზე
სად არის ამ დროს მერსედესი ?- ვახო სანაია შაქარაშვილის საქმეზე

"ხშირად მითქვამს ეთერშიც და დამიწერია სტატუსებიც - მერსედესი არის ძალიან მნიშვნელოვანი მანქანა ამ საქმეში. ის, რომ ტოიოტას მგზავრები არიან მკვლელობის ნაწილში ბრალდებულები, ეს არ ნიშნავს რომ მერსედესი უნდა დავივიწყოთ,"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.

ჟურნალისტი წერს, რომ სათვალთვალო კამერების დრო არეულია. ეს დეტალი დადგენილია, რაც შეიძლება, საკვანძო აღმოჩნდეს ამ საქმეში. "მაგალითად, სამრეცხაოს კამერა რეალურ დროს ჩამორჩება 10 წუთით. ლიდერფუდის კამერა კი რეალურ დროს ჩამორჩება 5 წუთით. ლიდერფუდის კამერები ძალიან მნიშვნელოვანია - მდებარეობს აგარაკთან და იღებს შემსვლელ-გამომსვლელ მანქანებს. როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრს. იმისთვის, რომ ადვილად აღსაქმელი იყოს, არ გადაგღლით მათემატიკით და ვიხელმძღვანელებ მხოლოდ რეალური დროით. დავიწყოთ, ავაწყოთ სურათი მხოლოდ ფაქტებით : 00:46 - მანქანა (სავარაუდოდ ტოიოტა) მიდის აგარაკთან. მანქანიდან გადმოდის მინიმუმ სამი ადამიანი. შედის აგარაკის ტერიტორიაზე. მანქანა იქვე დგას. ფარები ჩამქრალია. 00:49-ზე

აგარაკიდან სირბილით გამოდის სავარუდოდ ის სამი ახალგაზრდა და ჯდება იმავე მანქანაში. მანქანა ტოვებს ტერიტორიას. ეს ზუსტად ის დროა, როცა სამრეცხაოსთან ჩხუბი დასრულდა. სავარაუდოდ ტოიოტას მგზავრებს აცნობეს, რომ იპოვეს, ვისაც ეძებდნენ და სცემეს კიდეც. ამიტომ გარბიან სწრაფი ნაბიჯით, სხვებიან მანქანაში და მიდიან არაგვის ხიდთან.

საინტერესოა, რომ ზუსტად 00:49-ზეა დაფიქსირებული სატელეფონო კავშირი ტოიოტას მგზავრ ვახტანგ ჩიქოვანსა და მერსედესის მგზავრ ნიკა ჟვანიას შორის. ძნელი მისახვედრია არ არის, რა თემაზეც საუბრობენ. რა ხდება შემდეგ ? სამრეცხაოდან წამოსული მერსედესი უნდა დაბრუნდეს აგარაკზე. ჩვენებში ამას ამბობს მერსედესის ყველა მგზავრი. ორი ადამიანი უნდა დაგვეტოვებინა აგარაკზეო. ოღონდ აი სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო დეტალი - სამრეცხაოდან აგარაკამდე მისვლას სჭირდება მაქსიმუმ ორწუთნახევარი. ჩვენ ეს ყველაფერი გავზომეთ და დადასტურებით გეუბნებით. ათი წუთის განმავლობაში აგარაკთან არანაირი მანქანა არ მისულა. მხოლოდ ათი წუთის შემდეგ ჩადის იქ პირველი მანქანა, სავარაუდოდ მერსედესი. ათი წუთი იმდენად ბევრი დროა, რომ მერსედესს თეორიულად კიდევ ერთი წრის დარტყმა შეუძლია იმავე მარშრუტზე. სად იყო ამდენ ხანს მერსედესი ? რატომ დასჭირდა მას არარეალურად ბევრი დრო სამრეცხაოდან აგარაკამდე მისასვლელად ? სწორედ იმ დროს, როცა მერსედესი 10 წუთის განმავლობაში არ ვიცით, სად არის, სწორედ ამ 10 წუთში ვითარდება შემდეგი სცენა: ტოიოტა ასწრებს მისვლას სამრეცხაოსთან. მგზავრები მისდევენ შაქარაშვილსა და სხვებს. ასწრებენ გადასვლას ფერად სახლთან. მახარაძე ასწრებს მანქანით ფერად სახლთან მისვლას და კიდევ მორჩება რამდენიმე წუთი. ისევ შეკითხვა - სად არის ამ დროს მერსედესი ? არ ვიცით. სამრეცხაოსტან ჩხუბის შემდეგ მხოლოდ ათი წუთის შემდეგ ჩადის პირველი მანქანა აგარაკზე. საინტერესოა, რომ ადგილზე რჩება 11 წუთის განმავლობაში, შიგნით აგარაკის ეზოში. ეს საკმაოდ დიდი დროა, თუნდაც ტატიაშვილის საპირფარეშოსთვის ან დაბადების დღეზე დარჩენილი საჭმლის ასაღებად ( ასე ამბობე ჩვენებებში) 11 წუთის შემდეგ ანუ 01:10-ზე მერსედესი ტოვებს აგარაკს. რა ხდება მერსედესის წასვლის შემდეგ:01:12 - მერსედესის წასვლიდან 2 წუთის შემდეგ აგარაკიდან გამოდის კიდევ ერთი მანქანა. იქვე ჩერდება. მანქანაში ჯდება აგარაკიდან ფეხით მომავალი ბიჭი. ჯდება წინ, მძღოლის გვერდით. ამის შემდეგ იმავე მანქანიდან გადმოდის ბიჭი და შედის აგარაკის ტეროტორიაზე. მანქანა ოდნავ წინ მიიწევა, შემდეგ (შესაძლოა, ჭიშკარი დაკეტა ) ისევ ბრუნდება ბიჭი და ჯდება მანქანაში. მანქანა დგას. მოჩანს სილუეტები. 01:15 მანქანა დაიძრა და მიეფარა კამერის ხედვის არეალს. შესაძლოა, დატოვა ადგილი და მეორე გასასვლელით ავიდა მაგისტრალზე ან ისეთ ადგილზე მიაყენა, რომელიც კამერაში არ ჩანს.კიდევ უფრო საინტერესო ამის შემდეგ მოხდება: 01:21 ანუ მერსედესის წასვლიდან 12 წუთის შემდეგ - კიდევ ერთი მანქანა გამოდის ეზოდან. და ჩერდება აგარაკის უკან. ჩერდება დიდი ხნით. 02:55-ზე ანუ თითქმის საათნახევრის შემდეგ აღნიშნული მანქანა ბრუნდება უკან და შედის აგარაკის ტერიტორიაზე. --------------- ახლა დავუბრუნდეთ საკვანძო შეკითხვებს მერსედესთან დაკავშირებით: სადმე, შემთხვევით ხომ არ გადაეყარა მერსედესი უშუალოდ გიორგი შაქარაშვილს, ან ხომ არ შეესწრო შაქარაშვილის დევნის ეპიზოდს, ან სადმე ხომ არ გადაიკვეთა ტოიოტასა და მერსედესის გზები ? რატომ დასჭირდა 10 წუთი სამრეცხაოდან აგარაკამდე მისასვლელად მერსედესს ? მოქმედებდნენ თუ არა მერსედესი და ტოიოტა გარკვეული მომენტიდან ერთობლივად ? და კიდევ ერთი - უმნიშვნელოვანესი დეტალი. მერსედესის მგზავრი ნიკა ჟვანია მეორე დღეს რატომღაც ბრუნდება მცხეთაში. სატელეფონო ამონაწერის მიხედვით, ის მცხეთის ტერიტორიაზეა 14:27 საათზე. შუადღეს. რა უნდოდა ჟვანიას იქ მაშინ, როცა შაქარაშვილის ძებნა ახალი დაწყებულია ? საინტერესოა - ჟვანია გამომძიებელს ეუბნება, რომ იმ დღეს მანგლისში იყო ასული და ტელეფონი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა,"- წერს სანაია.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system