თავში

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციისთვის - ინსტრუქცია

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციისთვის - ინსტრუქცია
სად და როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციისთვის - ინსტრუქცია

booking.moh.gov.ge – ეს არის ვებგვერდი, სადაც 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე შეუძლიათ ელექტრონულად დარეგისტრირება. აღსანიშნავია, რომ აქამდე ვაქცინის გაკეთება შეეძლო მხოლოდ სამედიცინო პერსონალს და ვებგვერდიც მხოლოდ მათ აძლევდა რეგისტრაციის საშუალებას, დღეიდან კი ამ გვერდზე ზემოთხსენებული ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებიც შეძლებენ ონლაინრეგისტრაციას.

ვებგვერდი booking.moh.gov.ge თავდაპირველად ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის სახით დარეგისტრირებას გვთავაზობს. ფიზიკური პირები ირჩევენ შესაბამის ველს, რის შემდეგაც ირჩევთ სერვისს:

  • ვაქცინის დასახელებას, რითაც აცრა გსურთ 30 მარტამდე, მხოლოდ შვედურ-ბრიტანული ვაქცინა „ასტრაზენეკა“ იყო ხელმისაწვდომი, 25 მარტიდან კი გერმანულ-ამერიკული ,,ფაიზერიც“ გამოჩნდა ვებგვერდზე რეგისტრაციისას ჩამონათვალში. 
  • ირჩევთ სერვისის ჩატარების რეგიონს;
  • სერვისის მომწოდებელ დაწესებულებას;
  • აცრისთვის თქვენთვის მოსახერხებელ თარიღსა და დროს;
  • ავსებთ პირადი ინფორმაციის ველსა და საკონტაქტო ინფორმაციას;
  • ვერიფიკაციის კოდის ღილაკზე დაჭერით პიროვნებას პირადი მობილურის ნომერზე sms-ით და ელ.ფოსტის საშუალებით მისდის უნიკალური კოდი, ამ კოდის შეყვანა აუცილებელი ჯავშნის პროცესის დასასრულებლად. ვერიფიკაციის კოდი მხოლოდ 60 წამის განმავლობაშია აქტიური.
  • შესაძლებელია ჯავშნის რედაქტირება და გაუქმება.

დღეიდან, "ასტრაზენეკასთან" ერთად უკვე "ფაიზერის" ვაქცინით აცრაც შესაძლებელია. აცრის დღეს მისული მოქალაქე ადგილზე ავსებს სპეციალურ კითხვარს, რის მიხედვითაც დგინდება მიზანშეწონილია თუ არა მისთვის ვაქცინაცია. აცრის შემდეგ მოქალაქე კლინიკაში 45 წუთს რჩება.

ონლაინრეგისტრაციის სრულ ვიდეოინსტრუქციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system