თავში

სად და როგორ მიმდინარეობს ინფიცირებულთა მკურნალობა საქართველოში

სად და როგორ მიმდინარეობს ინფიცირებულთა მკურნალობა საქართველოში
სად და როგორ მიმდინარეობს ინფიცირებულთა მკურნალობა საქართველოში

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის აქტიური 11 853 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 3 659 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. აქტიური შემთხვევებიდან 789 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 231 პირი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 853, საიდანაც 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში 1 758, აჭარაში 309, იმერეთში 701. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში 368, აჭარაში 62, იმერეთში 189.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში 159, აჭარაში 7, იმერეთში 27.

649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 თბილისში, 303 აჭარაში, 37 იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში 219, აჭარაში 106, ხოლო იმერეთში შვიდი.

სულ 6 ოქტომბრიდან 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 294 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში 13 918 პირი, აჭარაში 1 942, იმერეთში 2 799", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system