თავში

სად დადასტურდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა - განაწილება რეგიონების მიხედვით

სად დადასტურდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა - განაწილება რეგიონების მიხედვით
სად დადასტურდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა - განაწილება რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 298 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 107 შემთხვევა, ისევ თბილისში დაფიქსრიდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის შემდეგ, ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0" - განაცხადა სიჭინავამ. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 298 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 253 816-ს მიაღწია.

გარდაიცვალა 16 პაციენტი და სულ, ქვეყანაში ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 3 071 პაციენტი. 

გამოჯანმრთელდა 311 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 243 396-მდე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system