თავში

სად გადაიღო გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილმა სელფი და რაზე საუბრობს პირად ვიდეოჩანაწერებში

სად გადაიღო გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილმა სელფი და რაზე საუბრობს პირად ვიდეოჩანაწერებში
სად გადაიღო გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილმა სელფი და რაზე საუბრობს პირად ვიდეოჩანაწერებში

"თამარს 18 ივლისს სელფი აქვს გადაღებული. ადამიანი, რომელიც გარდაცვალების დღეს სელფებს იღებს, თვითმკვლელობას არ უნდა აპირებდეს" - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა report.ge-ს განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფოტო მან საკუთარ სახლში გადაიღო და შემდეგ საქმეზე გავიდა. 

მისივე თქმით, საქმეში ასევე არსებობს ვიდეო მასალები, სადაც თამარი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 

„თამარს 18 ივლისს სელფი აქვს გადაღებული. ადამიანი, რომელიც გარდაცვალების დღეს სელფებს იღებს, თვითმკვლელობას არ უნდა აპირებდეს. სელფი გადაიღო ბავშვმა და გავიდა საქმეზე, ამას თვითმკვლელი არ გადაიღებს. სელფი საკუთარ სახლში აქვს გადაღებული. ძალიან ბევრი ახალი ფიგურანტია საქმეში. თამარს ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერი აქვს თავის მომავალზე, როგორ გეგმავს მას, თავის ხასიათზე, როგორ უნდა, რომ წარმატებული იყოს საქმიანობაში, როგორ აფასებს ის თავის ცხოვრებას და სხვ. ეს ადამიანი თავის მომავალზე საუბარობს. ვიდეოები ზოგი შარშანდელია, ზოგი ახალი, ზოგი იანვრის, ბევრია ძალიან. როგორც ის ვიცი, რომ მე არ ვარ ჩინეთის იმპერატორი, ისე გამოვრიცხავ მაგ გოგოს თვითმკვლელობას“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროშ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დაიბარეს, ბაჩალიაშვილების ოჯახი და ადვოკატი უწყებაში 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საქმეში ახალი ფიგურანტებიც გამოჩნდნენ.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system