თავში

სად გაქრა გრიპი? - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ შემცირდა სეზონური ვირუსების ცირკულაცია

სად გაქრა გრიპი? - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ შემცირდა სეზონური ვირუსების ცირკულაცია
სად გაქრა გრიპი? - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ შემცირდა სეზონური ვირუსების ცირკულაცია

კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული რეგულაციების დაცვამ, სხვა რესპირატორული ვირუსების შემცირებაც გამოიწვია, რადგან თავდაცვის საშუალებების ძირითადი პრინციპები ერთნაირია, - ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

გოგინავას თქმით, წინა წლებთან შედარებით, წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელიც უფრო მაღალია, რამაც ასევე დადებითი როლი შეასრულა. 

"ზოგადად, სეზონურ ვირუსებს ახასიათებს ეპიდაფეთქებები და ყოველ სეზონზე ერთნაირად არ ცირკულირებენ. არის სეზონები, როდესაც სხვადასხვა სეროტიპები უფრე მეტად ან ნაკლებად ცირკულირებენ, ამიტომ ეს შეიძლება ბუნებრივი პროცესებითაც იყოს გამოწვეული. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციები და იმ რეკომენდაციების დაცვა, როგორიც არის, პირბადის ტარება, დისტანცია, მობილობის დავარდნა, ეს ყველაფერი ასევე არის პრევენციული ღონისძიებები სხვა რესპირაციული ინფექციებისთვისაც, ამიტომ ჩვენ თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, ეს თავიდან აგვაცილებს სეზონურ ვირუსებსაც ისევე, როგორც კორონავირუსს. სწორედ ამიტომ არის, რომ რეგულაციების დაცვამ გამოწივია სხვა რესპირატორული ვირუსების შემცირებაც, რადგან თავდაცვის საშუალებების ძირითადი პრინციპები ერთნაირია. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ვაქცინაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია, რამაც ასევე შეასრულა გარკვეული დადებითი როლი ამ ყველაფერში. ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა კი განაპირობა  არსებულმა სიტუაციამ. საზოგადოების ინტერესი უფრო მაღალია, საინფორმაციო კამპანიებიც ძალიან აქტიურია და ადამიანებში ამ მიმართულებით უფრო მეტი ინფორმირებულობაა", - განუცხადა Report.ge-ს ალექსანდრე გოგინავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system