თავში

სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა
სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარა - 282, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 188, შიდა ქართლი - 213, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 237, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 72, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782 საიდანაც:

7210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 120, აჭარაში - 911, იმერეთში - 1 099.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში - 679, აჭარაში - 185, იმერეთში - 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში - 230, აჭარაში - 43, იმერეთში - 35.

2 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 222 - თბილისში, 801 - აჭარაში.

36 030 პირი ვირუსისმკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Øსაკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 111 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 108, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 124 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 826 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 471 პირი, აჭარაში - 5 403, იმერეთში - 3 829.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system