თავში

სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა
სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

დღეს გამოვლენილი 2 901 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 461, იმერეთში - 340, ქვემო ქართლში - 181, შიდა ქართლში - 199, გურიაში - 68, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 369, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 78, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680. მათ შორის, 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში: თბილისის საავადმყოფოებში - 2 316, აჭარაში - 740. მძიმე პაციენტი გვყავს 641, მათ შორის, თბილისში - 332, აჭარაში - 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 160, აჭარაში - 92. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 - აჭარაში, ხოლო 971 - თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში განთავსებულია 2 964 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 683, აჭარაში - 1 296.

სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 13 227 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 324 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 5 326 პირი, აჭარაში - 16 226, იმერეთში - 4 305.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system