თავში

სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა
სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარაში 51, იმერეთში 100, ქვემო ქართლში 46, შიდა ქართლში 72, გურიაში 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში 73, კახეთში 58, მცხეთა-მთიანეთში 17, სამცხე-ჯავახეთში 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 5," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 780 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 608-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system