თავში

სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა
სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 801 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა, აჭარა-121, იმერეთი-281, ქვემო ქართლი-101, შიდა ქართლი-119, გურია-40, სამეგრელო - ზემო სვანეთი-140, კახეთი-110, მცხეთა-მთიანეთი-30, სამცხე-ჯავახეთი-31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-10", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, გასულ დღე-ღამეში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი.

გარდაიცვალა 39 პაციენტი. სულ კორონავირუსის შედეგად საქართველოში გარდაცვლილია 2352 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system