თავში

სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია პაციენტების მდგომარეობა

სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია პაციენტების მდგომარეობა
სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია პაციენტების მდგომარეობა

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 209 შემთხვევა თბილისში დადასტურდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 63, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი -24, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1" - განაცხადა სიჭინავამ. 

მისივე ინფორმაციით, 456 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 129 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 960, აჭარაში - 160, იმერეთში - 448. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში - 47, იმერეთში - 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 7, იმერეთში - 17. 290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 - თბილისში, 128 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 100.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 713 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 456 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 380”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system