თავში

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული და როგორია პაციენტების მდგომარეობა

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული და როგორია პაციენტების
სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული და როგორია პაციენტების მდგომარეობა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსით ამ ეტაპზე 15 525 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 4 395 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირება მძიმედ მიმდინარეობს 920 პაციენტში.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525, საიდანაც: 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 419, აჭარაში - 499, იმერეთში - 571. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 920 პირი, მათ შორის, თბილისში - 443, აჭარაში - 96, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 6, იმერეთში - 16. 657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 261- აჭარაში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system