თავში

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული და როგორია პაციენტების მდგომარეობა

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული და როგორია პაციენტების
სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული და როგორია პაციენტების მდგომარეობა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსით ამ ეტაპზე 15 790 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 4 287 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირება მძიმედ მიმდინარეობს 867 პაციენტში.

183 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა და ისინი სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 089 შემთხვევა, აჭარა - 167, იმერეთი - 120, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 57, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 121, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 790, საიდანაც: 4 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 462, აჭარაში - 513, იმერეთში - 420. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 867 პირი, მათ შორის, თბილისში - 446, აჭარაში - 89, იმერეთში -105. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 122, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. 759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 408 - თბილისში, 326 - აჭარაში. 10 744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system