თავში

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში
სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 4 673 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ინფიცირების მაჩვენებელი, კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში-339, იმერეთში-673, ქვემო ქართლში-419, შიდა ქართლში-354, გურიაში-126, სამეგრელო-ზემო სვანეთში-388, კახეთში-384, მცხეთა-მთიანეთში-109, სამცხე-ჯავახეთში-111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41," - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 3 893 პაციენტი და საერთო რაოდენობა 141 392-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულგარდაცვლილია 1 576 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system