
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში გამოვლინდა, ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.