თავში

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია ინფიცირებულთა
სად გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსით ამ ეტაპზე 15 572 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 4 278 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირება მძიმედ მიმდინარეობს 903 პაციენტში.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა, აჭარა - 79, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 429, აჭარაში - 444, იმერეთში - 520. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 95, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 196 პირი, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 15. 710 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 347 - თბილისში, 342 - აჭარაში. 10 584 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system