თავში

სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა
სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

კორონავირუსით ინფიცირების დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 612. 4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 282, აჭარაში - 740. მძიმე პაციენტი გვყავს 585, მათ შორის, თბილისში - 278, აჭარაში - 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი - მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 98. 2 599 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1299 - აჭარაში, ხოლო 849 - თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში-1 346.

სულ 6 ოქტომბრიდან - 6 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 731 პირი.

დღეისმდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში - 15 693, იმერეთში - 4 301“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system