თავში

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში
სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში

ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში, ინფიცირების ყველაზე მცირე მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს აქვს. 

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 51, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6," - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 903 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი

გარდაიცვალა 24 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system