თავში

სად იხარჯება საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა - განმარტება
სად იხარჯება საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

2200 პედაგოგი და მომსახურე პერსონალია ეკლესიის 76 დაწესებულებაში. უნივერსიტეტი – 4; საღვთისმეტყველო სემინარია-აკადემია – 8; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – 6; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა – 22; გიმნაზია – 12; პანსიონი – 8; სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა – 3; საგანმანათლებლო კვლევითი და ახალაგზრდული ცენტრი – 13 - ეს ის დაწესებულებებია, სადაც საპატრიარქოსთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 25 მილიონი ლარი იხარჯება. ამის შესახებ განმარტება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა. 

მისი თქმით, მონაცემები ყოველწლიურად ცვლადია. 

"მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა - 10 516 (ცვალებადია), პედაგოგი - 1 395, მომსახურე პერსონალი - 800. ხელფასი საშემოსავლოთი იბეგრება და საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ 790 ლ ხელზე ასაღები ხელფასი, 2200 სამუშაო ადგილზე, 12 თვის განმავლობაში, გამოდის: 2200×12×790×1.2=25 000 000

თანხა არ ირიცხება საპატრიარქოში, თუ დაწვრილებით აინტერესებს ვინმეს, ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ რიცხავს დანიშნულებისამებრ და ხარჯვის სრული სურათი აქვს ფინანსთა სამინისტროს", – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system