თავში

სად იმყოფება ანიტა და როგორია მისი მდგომარეობა?! - VIDEO

სად იმყოფება ანიტა და როგორია მისი მდგომარეობა?!
სად იმყოფება ანიტა და როგორია მისი მდგომარეობა?! - VIDEO

ამ ეტაპზე, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფება ავსტრიაში, ლტოლვილთა თავშესაფარში რადგან, ოჯახს აქვს ლტოლვილის სტატუსი და შესაბამისად, სარგებლობს ყველა იმ ელემენტარული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებით რაც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს კანონით ეკუთვნით. თავშესაფრის დატოვების შემთხვევაში, ანიტას ოჯახი დადგება ლტოლვილის სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე და ვეღარ ისარგებლებს სამედიცინო შეღავათებით, მეტიც მოუწევთ აგრეთვე, გადაიხადონ სამედიცინო სერვისების საფასური, რაც საკმაოდ მაღალია (მაგ: ერთი დღის პალატაში გატარება 1 200 ევრო და ა.შ), სწორედ ამის გამო ოჯახი იძულებულია დარჩეს თავშესაფარში, გამოიყენოს ავსტრიის კანონით გათვალისწინებული შეღავათები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისებზე და დაელოდოს ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებას . ავსტრიაში აღნიშნული ოპერაციის ღირებულებაა 300 000 ევრო.

2 წლის ანიტა ფაცაციას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში, უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ შესაძლებელი გახდება გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვება და დონორის პოვნა.

თითოეული თქვენგანის მხრიდან გაღებული მიზერული თანხაც კი ძალიან დიდ როლს შეასრულებს ანიტას გამოჯანმრთელებისთვის.

ანგარიშის ნომრებია:

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თი ბი სი- ს ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

სხვა ქვეყნებიდან ან უცხოური ვალუტის ჩასარიცხად გადადით ბმულზე:

https://www.gofundme.com/f/1tb5bg986o?sharetype=teams&member=3206578&utm_medium=social&utm_source=facebook&utm_campaign=p_na+share-sheet&rcid=e32d82ff19eb4b27a9df7fe0403e8f02

გარდა, თანხის გადარიცხვისა, დახმარება შესაძლებელია აგრეთვე, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობით. გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით "ანიტას კვირა დღე" გაიმართება

24 ნოემბერს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე.

შეხვედრის ადგილი - თბილისი მოლი, მე-2 სართულის პავილიონი.

დამატებითი ინფორმაცია ივენთის თაობაზე შეგიძლიათ მიიღოთ ბმულზე:

https://www.facebook.com/events/2685707121490054/?action_history=%22[%7B%5C%22surface%5C%22%3A%5C%22messaging%5C%22%2C%5C%22mechanism%5C%22%3A%5C%22attachment%5C%22%2C%5C%22extra_data%5C%22%3A%7B%7D%7D]%22

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system