თავში

სად ვეღარ შეხვალთ "მწვანე პასპორტის" გარეშე - ობიექტების ჩამონათვალი

სად ვეღარ შეხვალთ "მწვანე პასპორტის" გარეშე - ობიექტების ჩამონათვალი
სად ვეღარ შეხვალთ მწვანე პასპორტის გარეშე - ობიექტების ჩამონათვალი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია. 

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას შემდეგ სივრცეებში:

კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე;

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. 

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

მწვანე პასპორტებთან დაკავშირებული სიახლე არ შეეხება ისეთი სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებს, როგორცი არის სასურსათო მაღაზია, აფთიაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მწვანე პასპორტების აღებას იუსტიციის სახლებში შეძლებთ. ამასთან, ამოქმედდება სპეციალური აპლიკაცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system