თავში

საეკლესიო წინამძღვრებს და მრევლს ვთხოვ, დაიცვან რეკომენდაციები - გამყრელიძე

საეკლესიო წინამძღვრებს და მრევლს ვთხოვ, დაიცვან რეკომენდაციები
საეკლესიო წინამძღვრებს და მრევლს ვთხოვ, დაიცვან რეკომენდაციები - გამყრელიძე

აუცილებელია იმ ზოგადი რეკომენდაციების შესრულება, რომ ეკლესიაში და მის გარეთ ვიყოთ პირბადით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საეკლესიო პირები ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.

"საეკლესიო პირები ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. აუცილებელია იმ ზოგადი რეკომენდაციების შესრულება, რომ ეკლესიაში და მის გარეთ ვიყოთ პირბადით. აუცილებელია, რომ ეკლესიაში შიგნით, თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია. მოგეხსენებათ, დეკემბერი და იანვარი იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია, იქნება გრიპი, კოვიდი, თუ სხვა, ანუ მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციის გავრცელების. ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშავება, პირბადე, ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა. იგივე ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს ვთხოვ, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით, სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system