თავში

საელჩო ახალ ზელანდიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საელჩო ახალ ზელანდიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
საელჩო ახალ ზელანდიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში, ახალ ზელანდიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს ცნობით, ახალი ზელანდიის კუნძულ ვაკაარიზე
ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მასიური ფერფლი, შესაძლებელია, იგრძნობოდეს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ზოგიერთ ნაწილში. ამიტომ ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უწყებები მოსახლეობას შენობებში დარჩენას ურჩევენ.

"გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებებს და კომპეტენტური უწყებების რჩევებს", - წერია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზის ნომერიც: +61 416 861 219.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system