თავში

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განცხადებას ავრცელებს

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განცხადებას ავრცელებს
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო განცხადებას ავრცელებს

,,ტელეკომპანია პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარას ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განცხადებით ეხმაურება და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.

,,ვეხმაურებით დღეს, 21 ოქტომბერს ,,TV Pirveli • ტელეკომპანია პირველის" დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის ფაქტს, რომელიც, წერეთელის განცხადებით, სწორედ ,,ტვ პირველის" კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით იყო განპირობებული.

სოციალურ მედიაში და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით და თავად ავთანდილ წერეთლის განცხადებით, მას სპორტული აღნაგობის ორი პირი დახვდა ღია საჯარო სივრცეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მისი შვილის კუთვნილი ტელეარხი სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლდა.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტზე, უზრუნველყონ საქმის დროული და ეფექტური გამოძიება და საზოგადოებისათვის შედეგების გაცნობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system