თავში

"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" მარნეულში მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს გმობს

"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" მარნეულში მომხდარ თავდასხმის
საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო მარნეულში მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს გმობს

მარნეულში მომხდარ ინციდენტს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეხმაურება და სამართალდამცავ უწყებებს ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების ვალდებულება ხელისუფლებას ეკისრება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს მთავარი არხის და პირველი არხი ჟურნალისტებზე, აგრეთვე პოლიტიკურ აქტივისტებზე. 

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება," - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system