თავში

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

​საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ბიძინა ივანიშვილს პასუხობს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვუში გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.  განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ ინტერვიუში, ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიუკერძოებლობისა და ეფექტურობის საკითხი. 

ბიძინა ივანიშვილის ბრალდების საპასუხოდ, IRI განცხადებაში მიმოიხილავს ორგანიზაციის მისიას, მისი საქმიანობის სპეციფიკას და განმარტავს, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი უკვე ორ ათწლეულზე მეტია პარტნიორებთან ერთად მუშაობს დემოკრატიის განვითარებისთვის საქართველოში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაცია თანამშრომლობდა საქართველოს ყველა მთავრობასთან, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პარტიებით იყო დაკომპლექტებული. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ თავისი საქმიანობის განმავლობაში ორგანიზაცია ყოველთვის ინარჩუნებდა მიუკერძოებლობას პოლიტიკური პარტიების მიმართ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მუშაობს დემოკრატიული ღირებულებების მქონე ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების მიზნით. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საერთაშორის რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) არის არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს თავისუფლებისა და დემოკრატიის დონის გაუმჯობესებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

IRI-ს განცხადებას report.ge უცვლელად გთავაზობთ. 

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქმიანობა საქართველოში

რამდენიმე დღის წინ ქართული ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ნეიტრალურობას საქართველოში. ამას მოჰყვა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც მან კიდევ უფრო ღიად დასვა ამერიკის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიუკერძოებლობისა და ეფექტურობის საკითხი. ქვემოთ აღნიშნულია ძირითადი ფაქტები ამ საკითხთან დაკავშირებით და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხანგრძლივი საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებთან საქართველოში.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს მისია და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, რენდი შენემანი

Orion Strategies-მა, ორგანიზაციამ, რომლის პრეზიდენტი IRI-ს დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე, რენდი შენემანია, ახლახან მოაწერა ხელი კონტრაქტს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, რომლის საფუძველზეც ის გაუწევს პარტიას ლობისტურ მომსახურებას სახელმწიფოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით. ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, ის დარეგისტრირდა უცხოური პოლიტიური პარტიის წარმომადგენლად და წინასწარ აცნობა IRI-ს ამ ფაქტის შესახებ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს ეთიკის კოდექსის მიხედვით, თავის კერძო საქმიანობასა და IRI-ს მუშაობას შორის ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, რენდი შენემანი ემიჯნება ორგანიზაციის საქმიანობას საქართველოში. ამ ვალდებულების მიხედვით, შენემანი არ შეიტანს წვლილს ორგანიზაციის საქმიანობაში, არ მიიღებს არასაჯარო ინფორმაციას ან/და არ ჩაერავა IRI-ს მუშაობაში საქართველოში.

მას შემდეგ, რაც შენემანმა აცნობა IRI-ს ზემოაღნიშნული რეგისტრაციის შესახებ, IRI-ს მისთვის არ მიუწოდებია არასაჯარო ინფორმაცია ან მასალა საქართველოსთან დაკავშირებით და მომავალშიც მსგავსი პოლიტიკის გატარებას აპირებს.

IRI საქართველოში: ორგანიზაციის საქმიანობის ისტორია ფართო პოლიტიკურ სპექტრთან

IRI მუშაობს დემოკრატიული ღირებულებების მქონე ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების მიზნით. IRI მრავალი მიმართულებით უჭერს მხარს ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ პარტიებს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე იმის მიუხედავად, პარტია ხელისუფლებაშია, თუ ოპოზიციაში. ორგანიზაცია გააგრძელებს აღნიშნულ საქმიანობას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმდინარე გრანტის ფარგლებში, რომელიც გრძელდება 2023 წლამდე.

ორ ათწლეულზე მეტია IRI, პარტნიორებთან ერთად, მუშაობს დემოკრატიის განვითარებაზე საქართველოში. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაცია თანამშრომლობდა საქართველოს ყველა მთავრობასთან, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პარტიებით იყო დაკომპლექტებული. ამ საქმიანობის განმავლობაში ორგანიზაცია ყოველთვის ინარჩუნებდა მიუკერძოებლობას პოლიტიკური პარტიების მიმართ.

USAID-ის მიმდინარე გრანტის, საარჩევნო და პოლიტიკური ტრანზიციის, ფარგლებში, IRI, ამჟამად, მუშაობს არაერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ორგანიზაცია გააგრძელებს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის დახმარების გაწევას, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებს უჭერენ მხარს.

გარდა პოლიტიკური პარტიების განვითარებისა, უკანასკნელი 21 წელი IRI-მ დაუთმო ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების - ქალების, ახალგაზრდების, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას. ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობის სრული თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად დემოკრატიულ პროცესებში, IRI მხარს უჭერს სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას ქვეყანაში ხელისუფლების ყველა დონეზე. ეს საქმიანობა გაგრძელდება USAID-ის ზემოაღნიშნული გრანტის ფარგლებში.

IRI მხარს უჭერს, ატრენინგებს და კონსულტაციას უწევს ადგილობრივ თვითმმართველობებს საქართველოს ყველა რეგიონში, რათა გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა, გაუმჯობესდეს თვითმმართველობების მუშაობა და საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების საქმიანობაში ყველა დონეზე. გარდა ამისა, ღია მმართველობის პარტნიორობის ფერგლებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებ მიზნით, IRI თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და სამინისტროებთან.

IRI ამაყობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან ნაყოფიერი პარტნიორობით და მადლობას უხდის ქართველ ერს შესაძლებლობისთვის, დაეხმაროს მას დემოკრატიული გზის გავლაში.

IRI საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევას ატარებს 2003 წლიდან. ჩვენ ვმუშაობთ მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე პარტიონრებთან, რომლებიც სარგებლობენ Gallup International-ის სტანდარტების დახვეწილი მეთოდოლოგიით. ორგანიზაციის მეთოდოლოგია საჯარო და გამჭვირვალეა. IRI მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა დაეხმაროს მათ პარტიული პლატფორმის მშენებლობაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

საერთაშორის რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) არის არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს თავისუფლებისა და დემოკრატიის დონის გაუმჯობესებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].

შენიშვნა: IRI-ს დირექტორთა საბჭოს არ აქვს პირდაპირი კავშირი ორგანიზაციის ადმინისტრირებასთან. მისი ძირითადი მოვალეობებია ორგანიზაციის ყოველწიური ანგარიშების ზედამხედველობა და სათაო ოფისის პრეზიდენტისა და სხვა წევრების დანიშვნა". 

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" იბნტერვიუში განაცხადა რომ “დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში” და დასძინა, რომ ეს “შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში” შეერთებული შტატების მიმართ, რაც “სამწუხარო” იქნება.

კერძოდ, ივანიშვილის კრიტიკა ეხებოდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომელთა დაკვეთით ჩატარებულ კვლევებსაც მმართველი გუნდი არ ენდობა და აკრიტიკებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system