თავში

საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს - მინისტრი

საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს - მინისტრი
საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს - მინისტრი

„გარდაცვალების თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ COVID- 19-ის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში ვირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

„მიუხედავად მკურნალობის წარმატებისა, სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ლეტალობის შემთხვევები. საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 2 418 ადამიანი. 

კორონავირუსის 538 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 222 143-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 206 313-მდე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system