თავში

საერთოდ არ არის კორონაზე ნაკლებად საშიში - გვარამია

საერთოდ არ არის კორონაზე ნაკლებად საშიში - გვარამია
საერთოდ არ არის კორონაზე ნაკლებად საშიში - გვარამია

"მათავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ გრიპის ვირუსი კორონავირუსზე ნაკლებ საშიში არ არის. გვარამიას თქმით, ადამიანები გრიპითაც კვდებიან და ფილტვების ანთება კორონავირუსამდეც არსებობდა. 

ამასთან, გვარამია წერს, რომ ცოტა ხნის წინ თავად გადაიტანა გრიპის ვირუსი. ის მთავრობას მოუწოდებს, გახადოს გრიპის ვაქცინაცია უფასო. 

"საქართველოს მთავრობა საშინელი გრიპები დადის, საერთოდ არაა ნაკლები და საშიში კორონაზე! კაცმა არ იცის, ხალხი კორონით იხოცება თუ გრიპით. ნუ ეძახით ყველაფერს კორონას! კორონამდეც კვდებოდა ხალხი გრიპით, ახლაც კვდება და მერეც მოკვდება! აიღეთ საკუთარ თავზე მოსახლეობის უფასოდ აცრა გრიპზე და პნევმოკოკზე!

ps მე გადავიტანე ეს გრიპი და ძლივს გამოვძვერი. წარმომიდგენია, გაჭირვებული ადამიანისთვის რა სიმძიმეა, ან მოწყვლადი ჯგუფებისთვის. სამ-სამჯერ გავიტესტე პისიარით და სისხლით ანტისხეულებზე და არანაირი კორონა, ფილტვებიც სუფთა. ვირუსული ბრონხების ანთებით მიმდინარეობს ეს გრიპი, ჩემს მეგობრებს ვირუსული ფილტვების ანთებაც დაერთოთ. ფილტვების ანთება კორონამდეც არსებობდა, ვისაც არ გახსოვთ და ვინც ყველაფერს კორონას ეძახით. მარტო კორონა არ კლავს, გრიპიც კლავს!" -  წერს გვარამია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system