თავში

საფლავი გაათხრევინეს, უნდა დაგმარხოთო - დაზარალებულის დედა

საფლავი გაათხრევინეს, უნდა დაგმარხოთო - დაზარალებულის დედა
საფლავი გაათხრევინეს, უნდა დაგმარხოთო - დაზარალებულის დედა

ასპინძაში მცხოვრებ 37 წლის მანუჩარ მურადაშვილის დედის, იზოლდა მურადაშვილის განცხადებით, მისი შვილი გაიტაცეს და მას საფლავი გაათხრევინეს. 

"უნდა დაგმარხოთო. თქვი რომ ფული მოგვპარეო, ცემეს და დააწერინეს რომ მე მოვიპარეო," - ამბობს დაზარალებულის დედა.

კუკური პლაჭიაშვილისა და ირაკლი გოგალაძის სასამართლო პროცესი ახალციხეში ამ წუთებში მიმდინარეობს. ადვოკატები და დაკავებულების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია.

"ამ ეტაპზე ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ჩაუდენიათ, ბრალს სრულად ვერ აღიარებენ,"-აცხადებს დაკავებულების ადვოკატი ნინო დემეტრაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system