თავში

საფრანგეთი განუყოფელია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსგან - სალომე ზურაბიშვილი

საფრანგეთი განუყოფელია თავისუფალი და დამოუკიდებელ
საფრანგეთი განუყოფელია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსგან - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100- წლისთავში. 

პრეზიდენტის სიტყვაში საუბარი იყო ისტორიულ ფაქტებზე და საქართველოს ამჟამინდელ მისწრაფებაზე - გახდეს ევროპის ნაწილი. 

"საფრანგეთი, როგორც ვთქვი, განუყოფელია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსგან, რადგან მან, ბოლო ასი წლის განმავლობაში, მრავალჯერ შეიტანა წვლილი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ერისა და თვით ამ იდეის შენარჩუნებაში. თხრობისას, მე მძაფრ სიტყვას ვიყენებ - შენარჩუნება, რადგან ეს იყო მომენტები, როდესაც მის არსებობას საფრთხე ემუქრებოდა. ეს ფრანგულ-ქართული ურთიერთობა აღბეჭდილია თავისი ბუნებით განსხვავებულ, თუმცა არსით ერთმანეთთან დაკავშირებულ სამ მომენტში :

საერთაშორისო აღიარება 1921 წელს. ამ წლის იანვარში და პირველად, მეფის რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს ანექსიის შემდეგ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დამოუკიდებლობის დე იურე აღიარების წყალობით, საქართველო იბრუნებს თავის ადგილს ერთა შორის. საფრანგეთი, პირველი ქვეყანაა, რომელმაც აღიარა საქართველო და ის, საქართველოში საბჭოთა კავშირის შემოჭრის მიუხედავად და მას შემდეგაც ამ ვალდებულების ერთგული დარჩება, რადგანაც საფრანგეთმა (და ამ საკითხის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი) 1922 წელს საბჭოთა კავშირის აღიარების აქტში ოკუპირებული საქართველო არ შეიყვანა. ის იღებს ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობას. პარიზი ხდება გადასახლებაში მყოფი საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის დედაქალაქი, ისევე როგორც ლონდონი თავისუფალი საფრანგეთისა. ამრიგად, საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი მემკვიდრეობა საფრანგეთისთვის, არა სამი, არამედ 15 წელი გაგრძელდება.

მხოლოდ 1933 წელს, როდესაც გერმანიასთან დაძაბულობა ძლიერდება, დალადიერის მთავრობას სხვა არჩევანი აღარ დარჩა, გარდა სტალინის დაჟინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ამ სიმბოლურ მხარდაჭერაზე უარის თქმისა. იმავდროულად, საფრანგეთი გახდება ქართული პოლიტიკური ელიტის მეორე სამშობლო, თავისუფალი საქართველოს სამშობლო, რომელმაც აირჩია გარედან ებრძოლა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში მას შესისხლხორცებული ჰქონდა მტკიცე რწმენა: საქართველო ერთ დღეს დაიბრუნებდა თავის სუვერენიტეტს, თავის თავისუფლებას და თავის ადგილს ევროპაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system