თავში

საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო გაიხსნა

საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო გაიხსნა
საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო გაიხსნა

"ბილავიამშენი, „დელტასთან“ ერთად 200-მდე ადამიანს ასაქმებს და აქ აღდგენილი თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს", - ამის შესახებ საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ახალ საამწყობრო საწარმოში თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატები ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგება და გარემონტდება.

3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ და სსსტც „დელტას“ მიერ გარემონტდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა.

მისასალმებელია, რომ თავდაცვის სამინისტროს ეგიდით, წარმოება რამდენიმე თვეში აღდგა და ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ახლა პრაქტიკულად, ძლიერი საწარმოო ბაზა გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ აქ ახალგაზრდა თაობაც იზრდება და საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან, რაც მათ დასაქმების რეალურ პერსპექტივას შეუქმნის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system