თავში

საგანგაშო კვლევაა - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

საგანგაშო კვლევაა - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
საგანგაშო კვლევაა - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძის თქმით, ახალი კვლევით დგინდება, რომ  კოვიდით ინფიცირება ადამიანების ტვინს იმაზე მეტად აზიანებს, ვიდრე ეს აქამდე მიიჩნეოდა. 

მისივე თქმით, ამ კვლევით დარწმუნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 60%-ს უკვე კოვიდი გადატანილი აქვს. 

"სიმპტომიანი და უსიმპტომო კოვიდ ინფიცირებულებისათვის თავის ტვინის დაზიანება უფრო დიდია, ვიდრე ადრე ფიქრობნენ. საკმაოდ საგანგაშო კვლევაა. ამ კვლევის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია. სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ, თუ რატომ ვკარგავთ დღეში 80 ადამიანს. მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ 100 000 მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მაინც არ ვიყენებთ სამედიცინო პირბადეს, არ ვიცდებით, არ ვიცავთ დისტანციას. დამარწმუნეთ, რომ ვცდები," - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მონაცემებით, საქართველოში 13 ნოემბერს 4 946 ადამიანი აიცრა.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსურ გართულებას ემსხვერპლა გარდაიცვალა 81 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system