თავში

საგარეჯოელი ექთნის განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია

საგარეჯოელი ექთნის განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია
საგარეჯოელი ექთნის განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია

საგარეჯოში მომუშავე ექთანს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, PCR კვლევით ინფიცირება არ აღმოაჩნდა. მისი კვლევა გრძელდება. ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ ჯერზე დადებითი პასუხი გვაქვს მიღებული, თუმცა შემდეგ ექიმების მიერ პაციენტის გასინჯვის შედეგად დადგა საკითხი, რომ გადახედილიყო კვლევა. გვქონდა დადებითი პასუხი, კლინიცისტების ჩარევის შემდეგ მოხდა კვლევის გამეორება და გვაქვს უარყოფითი პასუხი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საჭიროა უფრო ღრმა კვლევა. ამიტომ გადაწყდა, რომ ყველა ბიოლოგიური მასალით ჩატარებულიყო გაღრმავებული კვლევა. დღეს დღის განმავლობაში უკვე საბოლოოდ დადასტურებული პასუხი გვექნება. პაციენტი იზოლირებულად არის, ის კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან შეხებაში არ ყოფილა,“ - განაცხადა სოლოღაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system