თავში

საგარეჯოში გაუჩინარებული 18 წლის გოგო იპოვეს

საგარეჯოში გაუჩინარებული 18 წლის გოგო იპოვეს
საგარეჯოში გაუჩინარებული 18 წლის გოგო იპოვეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული 18 წლის ნარმინ ისაიევა სამართალდამცველებმა იპოვეს. ინფორმაცია Report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მარნეულში იმყოფებოდა, ის სხვა კაცზე გათხოვდა.

ცნობისთვის, გაუჩინარებამდე გოგომ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, რომლითაც ირკვევა, რომ ნარმინ ისაიევას დანიშნულ ბიჭზე გათხოვება არ სურდა და სასიყვარულო ურთიერთობა სხვასთან აკავშირებდა.

18 წლის გოგოს ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა, ის სახლიდან 11 აპრილს  გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system