თავში

საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული დიპლომატიის დღეს აღნიშნავს

​საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული დიპლომატიის დღეს აღნიშნავს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული დიპლომატიის დღეს აღნიშნავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 ნოემბერს პროფესიულ დღესასწაულს - ქართული დიპლომატიის დღეს აღნიშნავს. უწყებამ სადღესასწაულო თარიღი ჯიღაურას სამეცნიერო კვლევით ცენტრში აღნიშნა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის „დიპლომატიური ტური“ გაიმართა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სტუმრებს საქართველოში ვაზის კულტურის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა. დიპლომატები სხვადასხვა სახის აქტივობებში ჩაერთნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს როგორც მოსავლის აღების, ისე მისი შემდგომი დამუშავების პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში, 2019 წლის განმავლობაში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის ქართველ დიპლომატებს მადლობის სიგელები გადაეცათ. მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკვე ინიცირებულია და ახლო მომავალში დაწესდება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პროფესიული ჯილდო.

დიპლომატის დღე საქართველოში 2004 წლიდან დაწესდა და იგი 3 ნოემბერს სულხან საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system