თავში

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს მიმართავს
საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შეიქმნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი.

,,ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://e.gov.ge/CqJCl

ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე „არჩევნები 2020“ mfa.gov.ge/elections.aspx, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system