თავში

საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა - ელენე ხოშტარია

საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა - ელენე ხოშტარია
საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა - ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა ,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ტელეკომპანია ,,ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმას ეხმაურება. 

პოლიტიკოსი ფაქტს საგანგაშოს უწოდებს და კრიტიკულ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს.

,,საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა.

ტელეკომპანია ,,ფორმულას" მძღოლებზე სხვადასხვა ადგილას განხორციელებული თავდასხმა ვერ იქნება და არ არის რიგითი კონფლიქტი. ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკულ აზრის დახშობის მიზნით. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და გამუდგებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, ახალისებს მსგავს თავდასხმებს.

ჩვენ არ შევეგუებით განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობას და მათზე ძალადობას.

სრული მხარდაჭერა ტელეკომპანია ფორმულას, მის ყველა თანამშრომელს და კრიტიკულ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს", - აცხადებს ხოშტარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system