თავში

საგზაო უსაფრთხოება გახდეს პრიორიტეტი - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

საგზაო უსაფრთხოება გახდეს პრიორიტეტი - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
საგზაო უსაფრთხოება გახდეს პრიორიტეტი - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი - ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას მოითხოვენ.

სქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით ყოველწლიურად ქვეყანაში საგზაო შემთხვევის შედეგად 500-მდე ადამიანი იღუპება, რაც გარკვეულწილად პანდემიაა, რომელიც არ არის სეზონური და მუდმივად გრძელდება. 

"დღეს გლოვის დღეა, ვუსამძიმრებ შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. ეს შემთხვევა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია საქართველოში სატრანსპორტო გზები. ერთდროულად 17 ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, თუმცა ყოველდღოურად იხოცება ხალხი. უნდა თქვას ხელისუფლებამ თუ რა გეგმები აქვს ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ვითხოვთ საგზაო უსაფრთხოებას, შეიქმნას საკოორდინქციო სისტემა, ისეთივე წარმატებული, როგორიც კოვიდთან საბრძოლველად. ამის რესურსი აქვს სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს სერიოზული პანდემია გზებზე, რომელიც არ არის პერიოდული და მუდამ გრძელდება" - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებლის თქმით, ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უამრავი ადამიანი უღეპება და სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემის მოსაგვარებლად. 

"ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 500-მდე ადამიანი კვდება. მთავრობას არ აქვს კონკრეტული გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. უნდა გამკაცრდეს ზომები, ტექდათვალიერების წესები და მართვის მოწმობის აღება არ უნდა ხდებოდეს ისე მარტივად როგორც ახლა ხდება"- განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებს შორისაა, მედეა დევსურაშვილის და, ხატია დევსურაშვილი. სამივე დაშავებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მართვით სუნთქვაზეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system