თავში

"საკუთარი თავი ბოლომდე მაინც ვერ დავიცავი" - ნანა გეგეჭკორი

"საკუთარი თავი ბოლომდე მაინც ვერ დავიცავი" - ნანა გეგეჭკორი
საკუთარი თავი ბოლომდე მაინც ვერ დავიცავი - ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

მედიკოსი საკუთარი ინფიცირების ისტორიაზე წერს და საზოგადოებას რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"კოვიდ-დრამის დასაწყისი ჩვენს ჰოსპიტალში რელიგიური თავყრილობების და ქორწილების კლასტერებით იყო გამორჩეული... ნიუ-იორკში პირველმა რეგისტრირებულმა პაციენტმაც სწორედ ასე წარმოქნმა კლასტერი.

ლოგიკურია ალბათ, ნებისმიერზე მეტად მზარავდეს კოვიდის ხსენებაც კი. სხვებზე უარესი შეზღუდვების პირობებში მიწევს ცხოვრება და მუშაობა და მიუხედავად ამისა მაინც მომიწია საკმაოდ სერიოზულად ავადმყოფობამ.

ყველანი დავიღალეთ, თუმცა...

ყოველთვის როცა პირბადეში და სპეციალურ დამცავ საშუალებებში გამომწყვდეული გავდივარ სახლიდან, ვფიქრობ ჩემს წილ პასუხისმგებლობაზე. საკუთარი თავი ბოლომდე მაინც ვერ დავიცავი. ჩემი ინფიცირება სინამდვილეში სისტემის შეცდომამ გამოიწვია (დეტალებით თავს არ შეგაწყენთ), მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ზუსტად ვასრულებდი ყველა ინსტრუქციას, არც ერთი ადამიანი ჩემგან არ დაინფიცირებულა. 

მთელი კვირა ვიმუშავე ძალიან აქტიურად, პირველ სიმპტომამდე. ძალიან ახლო კონტაქტი მიწევდა კოლეგებთან და პაციენტებთან. მათზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჩემი არც ერთი კონტაქტი არ დაინფიცირებულა. დაინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტებს, პაციენტების ჩათვლის ჰოსპიტლის სპეციალური სამსახური ადევნებს თვალს, ამიტომ ეს ინფორმაცია დაზუსტებულად ვიცი. მე ვსაუბრობ ჰოსპიტალურ გარემოზე, სადაც შეუდარებლად მეტად დაბინძურებულია ყველაფერი რასაც ეხები, ჰაერის ჩათვლით, ვიდრე ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო გარემო.

მეგობრებსაც ვხვდებით, სასეირნოდაც დავდივართ, ოღონდ წესების დაცვით. დისტანციით, ღია სივრცეებში, ნიღბით, სანიტარული ნორმების კონტროლით ვხვდებით და ასე ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ეს ერთგვარად ურთიერთ პატივისცემას, სიყვარულს და პასუხისმგებლობას უტოლდება პანდემიის პირობებში. 

მესმის, რომ გვინდება ჩავეხუტოთ ერთმანეთს. ჩახუტებას, შეხებას, ახლო კონტაქტს ნამდვილად უდიდესი როლი აქვს ადამიანის ბედნიერებისთვის, მაგრამ თუ დავფიქრდებით, რამდენისთვის აღმოჩნდა ასეთი კონტაქტი საბედისწერო, წესით არ უნდა იყოს რთული მარტივი ინსტრუქციის დაზეპირება ერთი წლის განმავლობაში.

დაიცავით თავი და ასე გადაარჩენთ ადამიანების სიცოცხლეს", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system