თავში

საინკასაციო მანქანა, რომელსაც ფული გადაჰქონდა, ხაშურში ავარიაში მოჰყვა

საინკასაციო მანქანა, რომელსაც ფული გადაჰქონდა, ხაშურში ავარიაში მოჰყვა
საინკასაციო მანქანა, რომელსაც ფული გადაჰქონდა, ხაშურში ავარიაში მოჰყვა

ავარია ხაშურში- საინკასაციო მანქანა, რომელსაც ფული გადაჰქონდა ავარიაში მიჰყვა. პიკაპის ტიპის მანქანას, რომელიც ერთ-ერთი ბანკის ფულით იყო დატვირთული "მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

მანქანებში მსხდომი პირები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system