თავში

,,საინტერესო შემოთავაზება მივიღე" - რას წერს ინფიცირებული ტელეწამყვანი

,,საინტერესო შემოთავაზება მივიღე" - რას წერს ინფიცირებული ტელეწამყვანი
,,საინტერესო შემოთავაზება მივიღე - რას წერს ინფიცირებული ტელეწამყვანი

,,სულ რამდენიმე საათის წინ საინტერესო შემოთავაზება მივიღე, რომ რაღაც ფორმით გავაკეთოთ სოლიდარობის ჯგუფი, რითაც ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერით შევეხიდებით კოვიდინფიცირებულებს და მათს ახლობლებს",  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი ზურა ბალანჩივაძე წერს, რომელიც ძმასთან ერთად, კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ანალიზებში დადებითი ცვლილებებია და მაღალი ტემპერატურაც აღარ აქვს.

,,დღე მე-20.

საავადმყოფოში ვარ უკვე მე-16 დღეა. პირველად ვირუსის გართულების შემდეგ აღარ მაქვს სიცხე და ძალიან მიხარია. იმედია, ანალიზებშიც დადებითი ცვლილებებია. ამ დღეებში ამიღებენ კიდევ. ირაკლის ნაკლებად ახველებდა დილას, თუმცა 37 მაინც ჰქონდა. ანლიზებში ეს უფრო მიგებს.

სამყარო ისე დაპატარავდა ჩემ გარშემო, რომ ხანდახან მგონია, რომ სულ ამ ერთ ოთახში ვცხოვრობდი და დღეებიც აღარ იწელება უწინდელივით. ახლა ვფიქრობ, როცა გამომწერენ, რა ვქნა, სად წავიდე, ვინ ვნახო, რა ვაკეთო. ამასობაში ქვეყანა ისე აირია, რომ დიდად ვერც ვერსად წახვალ და განსაკუთრებით, ვერც ვერავის ნახავ. უბრალოდ, ერთ ოთახზე მეტი სივრცე გექნება ბოლთის საცემად. გაცილებით მეტი.

სულ რამდენიმე საათის წინ საინტერესო შემოთავაზება მივიღე, რომ რაღაც ფორმით გავაკეთოთ სოლიდარობის ჯგუფი, რითაც ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერით შევეხიდებით კოვიდინფიცირებულებს და მათს ახლობლებს. პირველი, რაც ყველას სჭირდება, არის დამშვიდება. ძალიან ბევრი აღელვებული ადამიანი მწერს, რომ არ იცის, რა ქნას და რომ აქვს პანიკური შეტევები და დაბალი სიცხე. ზუსტად ისე, როგორც მე მარტში, როცა თვითიზოლაციაში მომიწია ყოფნა. ასე რომ, ერთადერთი, რაც ყველას შეიძლია, გირჩიოთ, არის დამშვიდება. დალიეთ კატაბალახას შემცველი რაიმე მსუბუქი მცენარეული დამამშვიდებელი.

ასევე მწერენ და მეკითხებიან, თუ რა მედიკამენტებით ვმკურნალობ, რასაც, რა თქმა უნდა, არ გავასაჯაროებ, რადგან კოვიდის ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და ექიმიც თითოეული პაციენტის იმჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას.

დაბოლოს, დღეს ჩემი იმედის დილა / Imedis Dila-ის წამყვანებმა ძალიან გამახარეს, როცა ასეთნაირად, სამი სართულის ქვემოდან მომიკითხეს და გემრიელობები მომიტანეს. Nino Tchanturaia და Vaxo Gaprindashvili - ძალიან დიდი მადლობა! 

მოკლედ, დღეს ასეთი დღეა. მეტით თავს არ შეგაწყენთ და ჩარლზ დიკენსის ამ ციტატით მოვრჩეთ: "განშორების ტკივილი არაფერია კვლავ შეხვედრის სიხარულთან შედარებით."

ჯანმრთელობა ყველას", - წერს ბალანჩივაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system