თავში

საირმიდან ქუთაისში კოვიდინფიცირებული გადაიყვანეს

საირმიდან ქუთაისში კოვიდინფიცირებული გადაიყვანეს
საირმიდან ქუთაისში კოვიდინფიცირებული გადაიყვანეს

საირმის საკარანტინო ზონიდან, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 60 წლის პაციენტი გადაიყვანეს.

კორონავირუსით ინფიცირებულ პირს, პოლონეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.  

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით 3 პაციენტი მკურნალობს.

ინფექციური საავადმყოფო დღეს დილით, 62 წლის ქალმა დატოვა, რომელიც ე.წ "ღვანკითის კლასტერს" განეკუთვნებოდა. ის Covid-19-ს ხუთი კვირის განმავლობაში ებრძოდა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 800 შემთხვევაა დადასტურებული.

ასევე, განიკურნა კიდევ 6 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 640-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system