თავში

სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. 

კოვიდინფიცირებული მედიკოსი 45 წლის იყო და თბილისში მკურნალობდა.

„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. გუშინ ღამით, კოვიდით გარდაიცვალა ბაღდათის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც მკურნალობდა თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. მედიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. ქალბატონი იყო ჭარბწონიანი. სამწუხაროდ, სუნთქვის უკმარისობითა და დისტრესით გარდაიცვალა“, – განაცხადეს გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს კორონავირუსით სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 69 წლის ქალი ახალქალაქში მუშაობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system