თავში

"საიტი გაასწორეთ თქვე ბედოვლათო მავნებლებო"- ჩერგოლეიშვილი

"საიტი გაასწორეთ თქვე ბედოვლათო მავნებლებო"- ჩერგოლეიშვილი
საიტი გაასწორეთ თქვე ბედოვლათო მავნებლებო- ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი და რედაქტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, საიტზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.

"სანამ 50 პროცენტი არ აიცრება, ჩაკეტილები უნდა იყოთო. აცრაზე რეგისტრაციას ვცდილობთ და ამ უთავმოყვარეო ჩაფეხვილების გაკეთებული არაფერი მუშაობს.

 საიტი გაასწორეთ თქვე ბედოვლათო მავნებლებო. თქვე უნიჭოებო.

პ.ს. როგორ უნდა იკადროთ ასეთი რამე ვერ ვხვდები, არ გაქვთ ამბიცია რომ

ერთი რამე მაინც, ნორმალურად გააკეთოთ? თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნიათ?", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system